ჯეისონ მომოა

ჯეისონ მომოა ოზი ოსბორნის ახალი ალბომის ტიზერში გამოჩნდა

boredpanda

ჯეისონ მომოა ოზი ოსბორნის ახალი ალბომის Ordinary Man პრომო ტიზერში გამოჩნდა. ვიდეოში მომოამ მუსიკოსის როლი მოირგო და მისი ახალი სიმღერა Scary Little Green Men შეასრულა (სიმღერას სინამდვილეში ოსბორნი ასრულებს, კლიპში მომოა მას ტუჩების მოძრაობით აჰყვა).

მსახიობს ბევრჯერ უთქვამს, რომ ის მეტალის ფანია და სხვადასხვა პერსონაჟის შესრულებაში სწორედ ასეთი მუსიკა ეხმარება. მომოას თქმით ბენდები Tool, Metallica, და Black Sabbath მისთვის ინსპირაციაა აკვამენისა თუ სხვა როლის თამაშის დროს. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=40&v=qO-4XsEanWA&feature=emb_title]

კომენტარები