გაზის აფეთქება

ქარელში, დევნილების კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა

Interpessnews

ქარელში, დევნილების კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. 58 წლის კაცმა სხეულის დამწვრობა მიიღო, ის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარია დაზიანებული. ასევე, დაზიანდა ოთახებს შორის ტიხრები და ჩაიმსხვრა მინები. დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილიც. 

საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა მაცხოვრებლების ევაკუაცია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

კომენტარები