გაზის აფეთქება

თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა - ჩამოინგრა მეხუთე სართული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

კომენტარები