თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 1 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელეტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის, ერეკლე მეორეს მოედნის, ივერის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის და შოთა ნიშნიანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ლაღიძის, შოთა ნადირაშვილის, შალვა მშველიძის, მათიაშვილის, ნავთლუღის, ბუკისციხის, ჩოჩუას, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კოპცოვის, მესხეთის, ალექსანდრე ჯანელიძის და ქობულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, თერგის, ბარნოვის, გალის, კეკელიძის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები