თელავი

თელავის ბაზარში ხანძარია

imedinews

თელავის ბაზარში ხანძარია. 

როგორც "ტაბულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი სათამაშოების მაღაზიის სარდაფში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.  

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

კომენტარები