თელავი

კლუბი თელავი: ჩვენს გუნდს რუსი სპეციალისტი, ოლეგ ვასილენკო გაწრთვნის

თელავის საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელბული განცხადების მიხედვით, გუნდის მთავარი მწრთვნელის თანამდებობაზე "რუსი სპეციალისტი" ოლეგ ვასილენკო დაინიშნა. აქამდე, ვასილენკო სკ ალანია ვლადიკავკაზის მთავარი მწრთვნელი იყო. 

განცხადებას ქართული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ოლეგ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) - ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეს მართლაც, რომ მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, ბოლოს ვლადიკავკაზის "ალანიას" თავკაცი გახლდათ, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის "ავანგარდის", სარანსკის "მორდოვიას" და ვორონეჟის "ფაკელის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ" – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები