სელენა გომესი

გამომშვიდობება ბიბერთან: სელენა გომესის სიმღერა "Lose You To Love Me" უკვე Youtube-ზეა

სელენა გომესმა, რომელზეც ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ქორწილის შემდეგ უამრავი ადამიანი ლაპარაკობდა, თავისი ახალი სიმღერა Lose You To Love Me (დაგკარგე, რომ საკუთარი თავი შემყვარებოდა) გამოაქვეყნა. მისი ნახვა Youtube-ზე უკვე შესაძლებელია. 

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ და საბოლოოდ 2018 წლის ივნისში დაშორდნენ. მათი სასიყვარულო ისტორია ყველა ფანისთვის ცნობილი იყო, მეტიც, საზოგადოებას უყვარდა ეს წყვილი, ამიტომაც, ბუნებრივია სელენა გომესის ახალი სიმღერის ტექსტში ინტერნეტმა ბიბერთან გამომშვიდობების მცდელობა დაინახა.

"ეს თავი დასრულდა. ახლა ეს დამშვიდობებაა, ჩვენთვის ეს დამშვიდობებაა." სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება გომესის ახალი სიმღერა. 

კომენტარები