ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
იაპონია

იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ ფორმალური ცერემონიალით საიმპერატორო ტახტი დაიკავა [VIDEO]

სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019 - 16:56
tbl.ge/4462
დაკოპირდა
იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო
იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე
უელსის პრინცი ჩარლზი
სინძო აბე ნარუჰიტოს საიმპერატორო ტახტზე ასვლას ულოცავს

დღეს იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ ტოკიოს იმპერიულ სასახლეში ფორმალური ცერემონიალით საიმპერატორო ტახტი დაიკავა.

"ვფიცავ, რომ კონსტიტუციით ვიმოქმედებ და როგორც სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობის სიმბოლო, ჩემ მოვალეობას შევასრულებ," - თქვა იმპერატორმა.

ნარუჰიტოს გვერდით იდგა მისი მეუღლე მასაკო.

პერმიერმინისტრმა სინძო აბემ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლა მიულოცა, რასაც მოჰყვა შეძახილები - "დიდხანს სიცოცხლე იმპერატორს!"

ცერემონიას 180 ქვეყნიდან, დაახლოებით, 2000 სტუმარო ესწრებოდა. 

მოგვიანებით იმპერატორი საზღვარგარეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჩაიზე მიიწვევს, ხოლო საღამოს პრემიერმინისტრი აბე მათ ბანკეტზე უმასპინძლებს. 

Tweet

რამდენიმე დღის წინ ცერემონიის გადადებას სტიქიისგან მიყენებული ზარალის გამო აპირებდნენ, რომელსაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულათვის პატივის მისაგებად საზეიმო ცერემონია გადაიდო.

ბოლოს ტახტზე ასვლის ცერემონია ცერემონია 29 წლის წინ აკიჰიტოს იმპერატორად კურთხევის დროს გაიმართა.

ნარუჰიტომ იმპერატორობა ოფიციალურად 1-ელ მაისს დაიწყო, რაც იმპერატორის ტიტულის დაუყოვნებლივ გადაცემაზე მიუთითებდა.

იმპერატორ აკიჰიტოს იმპერატორის ტიტულის მიღებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ გამართა ტახტზე ასვლის ფორმალური ცერემონია. 

ნარუჰიტო რიგით 126-ე იმპერატორია.

იაპონიის 85 წლის ყოფილი იმპერატორი აკიჰიტო პირველი მონარქია ბოლო 200 წლის განმავლობაში, რომელმაც სიცოცხლეში სამეფო ტახტზე უარი თქვა. იმპერატორმა გულის ოპერაცია გადაიტანა და პროსტატის კიბოს ებრძვის.

იაპონიაში ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლით ახალი წელთაღრიცხვა იწყება, რომელსაც ქვეყანა დასავლურ კალენდართან ერთად იყენებს. იაპონიის ახალ იმპერიულ ეპოქას "რეივას ეპოქა" ერქმევა.

სიტყვა რეივა ორი იეროგლიფისგან შედგება და წესრიგსა და მშვიდობას ან ჰარმონიას გამოხატავს. ყოველი ახალი ეპოქის სახელი ქვეყნის შემდგომი ათწლეულების მისწრაფებას გამოხატავს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იეროგლიფები ჩინური ტექსტის ნაცვლად მე-8 საუკუნის კლასიკური იაპონური პოემიდან, მანიოშუდან აიღეს. მანიოშუ მდიდარი იაპონური კულტურისა და გრძელი ტრადიციის სიმბოლოა. პრემიერმინისტრ აბეს თქმით, ეპოქა იმედით სავსე იაპონიას გამოხატავს.

იაპონიანარუჰიტორეივა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 21 აპრილი, 2026 - 13:19იაპონიამ იარაღის ექსპორტზე კანონი შეცვალა, არსებული შეზღუდვები გააუქმა
  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 02:27წინასწარი შედეგებით, იაპონიის მმართველმა პარტიამ არჩევნებში ადგილების ორი მესამედი მოიპოვა
  • შაბათი, 24 იანვარი, 2026 - 14:05იაპონიის პრემიერმინისტრმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა
  • ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025 - 11:21იაპონია მსოფლიოს უდიდესი ბირთვული ელექტროსადგურის ხელახლა ასამუშავებლად ემზადება
  • ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025 - 19:41იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიცა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"ჯგუფურად იძალადეს, ერთ-ერთმა დაჭრა" – თბილისში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 10:24

"ჯგუფურად იძალადეს, ერთ-ერთმა დაჭრა" – თბილისში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში