გაზით მოწამვლა

გლდანში 5 ადამიანი გაზით მოიწამლა

Getty Images

გლდანში 5 ადამიანი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა.

მომხდარი ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაზარალებულები ამ დროისათვის კლინიკაში არიან გადაყვანილები, მათი მდომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები