გაზით მოწამვლა

ყაზტრანსგაზი: თემქაზე 6 ადამიანი კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარის გამო მოიწამლა

Getty Images

თბილისში თემქაზე 6 ადამიანი CO-ს გაჟონვის შედეგად მოიწამლა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორ ტაბულას ყაზტრანსგაზ თბილისში უთხრეს, კომპანიას ამ სახლში გაზი ორჯერ ჩაუჭრეს, რადგან არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები და გაცემული იყო რეკომენდაციები, თუმცა ოჯახმა თვითნებურად, კუსტარულად მაინც დააერთა დანადგარი. 

"პირველად გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავუჭერით გაზი. თუმცა ოჯახმა დანაგარი ორივეჯერ თვითნებურად დააერთა. მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია." - ამბობენ კომპანიაში.

ყაზტრანსგაზ თბილისი ინფორმაციის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტებსაც ავრცელებს. 

თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთერთ ბინაში წუხელ CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები