კიბერ-თავდასხმა

რუსმა ჰაკერებმა ირანელი ჰაკერების სისტემში შეაღწიეს და კიბერ-თავდასხმებისთვის გამოიყენეს

Reuters

ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით რუსმა ჰაკერებმა ირანის კიბერ-დაზვერვის ოპერაციში შეაღწიეს და ათობით ქვეყნის ორგანიზაციებზე კიბერ-თავდასხმა მოაწყვეს.

რუსულ ჯგუფ Turla-ს ესრონეთი და ჩეხეთი რუსეთის დაზვერვის სამსახურისათვის მუშაობაში ადანაშაულებენ. მათ 18 თვის განმავლობაში სულ მცირე 20 ქვეყნის ორგანიზაციებში კომპიუტერებში შესაღწევად ირანული პროგრამები გამოიყენეს, რათა კიბერ-თავდასხმის წყაროდ ირანი მიჩნეულიყო. ვარაუდობენმ ირანული ჯგუფი APT34, რომლის ოპერაციებიც რუსმა ჰაკერებმა "გატეხეს", ირანის მთავრობისათვის მუშაობს. რუსმა ჰაკერებმა წარსულში ირანული ჯგუფის სამიზნეების შესახებ ინფორმაციაც მოიპოვეს.

ძირითად სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები წარმოადგენდნენ, თუმცა თავდასხმა მოხდა ბრიტანულ ორგანიზაციებზეც.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ჯგუფს რუსეთის სახელწიფო აფინანსებს და ისინი თავდასხმის და კვალის დაფარვის ახალ მეთოდებს ავითარებენ.

რუსეთში და ირანში ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ორივე ქვეყანა, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად კიბერ-სივრცეში თავდასხმების კუთხით ყველაზე სახიფათო ქვეყნებად არიან შეფასებული.

კომენტარები