მკვლელობა

შსს: მესტიაში, სოფელ ცხუმარში კაცმა ძმა მოკლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში კაცმა ძმა მოკლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კაცმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ძმის მკვლელობაში ბრალდებული კი დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები