Samsung

Samsung აღიარებს, რომ Galaxy S10-ის ბლოკს ნებისმიერი თითის ანაბეჭდი ხსნის

სამსუნგი აღიარებს, რომ Galaxy S10-ის მოდელის სმარტფონებს ხარვეზი აქვთ - კერძოდ, მათ ბლოკს არა მხოლოდ პატრონის, არამედ ნებისმიერი სხვა თითის ანაბეჭდიც უხსნის.

პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ თითის ანაბეჭდით არამხოლოდ ბლოკის მოხსნა, არამედ Samsung Pay-ს მეშვეობით ფულადი ოპერაციების შესრულებაცაა შესაძლებელი.

კორეულ კომპანიაში ამბობენ, რომ გამოსავალი სისტემური განახლებაა, რომელიც პრობლემას გადაჭრის.

განახლება მომდევნო კვირაში უნდა გამოვიდეს, რის შემდეგაც სამსუნგი მომხმარებლებს ურჩევს, წაშალონ შეყვანილი თითის ანაბეჭდები და შეიყვანონ თავიდან.

მარტში, როდესაც Galaxy S10 გაყიდვაში ჩაეშვა, სამსუნგი თითის ანაბეჭდების სისტემას რევოლუციურს უწოდებდა.

 

 

კომენტარები