ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მექსიკა

მექსიკის პოლიციამ ელ ჩაპოს შვილი დაიჭირა, შეიარაღებულმა პირებმა ის გაათავისუფლეს

პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019 - 11:58
tbl.ge/43ru
დაკოპირდა
EPA
Reuters
Reuters
AFP

მექსიკაში, ქალაქ კულიაკანში პატრულირების დროს პოლიციამ სინალოას ნარკოკარტელის ლიდერის, ხუაკინ ელ ჩაპო გუზმანის შვილი, ოვიდიო გუზმან ლოპეზი დაიჭირა.

ამის შემდეგ კარტელის წევრი შეიარაღებული პირები პოლიციას თავს დაესხნენ და გუზმანის გათავისუფლება აიძულეს.

მას შემდეგ, რა ელ ჩაპო დააპატიმრეს, ოვიდიო კარტელის მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სინალოას კარტელი აშშ-სათვის ნაკოტიკების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ოვიდიო გუზმანზე ძებნა აშშ-საც აქვს გამოცხადებული.

პოლიციასა და კარტელს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მექსიკელ ნარკობარონს, ხუაკინ გუზმანს, ასევე ცნობილს მეტსახელით ელ ჩაპო, ნიუ იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სინალოას კარტელის ხელმძღვანელს სამუდამო პატიმრობასთან ერთად ნატკოტრეფეკინგის გამო 30 წელიც მიესაჯა.

62 წლის წლის ნარკობარონი ნაფიცმა მსაჯულებმა წაყენებულ ათივე მუხლში, მათ შორის კოკაინის და ჰეროინის დისტრიბუციაში, იარაღის უკანონო ფლობაში და ფულის გათეთრებაში ცნეს დამნაშავედ.

გუზმანი 2016 წელს დააკავეს და აშშ-ში 2017 წელს გადაიყვანეს. მანამდე ის მექსიკის ციხიდან ორჯერ გაიქცა. ელ ჩაპო სინალოას კარტელს მეთაურობდა, რომელსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ნარკოტიკის შეჰქონდა მექსიკიდან.

გუზმანის სასამართლო პროცესი 11 კვირა გრძელდებოდა. მის წინააღმდეგ ჩვენებები ყოფილმა მოკავშირეებმა მისცეს. მისმა ყოფილმა მცველმა თქვა, რომ გუზმანი ხალხს აწამებდა და ცოცხლად მარხავდა, ხოლო კოლუმბიის კარტელის წევრმა თქვა, რომ გუზმანი 13 წლის გოგონებს ნარკოტიკებით აბრუებდა, მათზე სექსუალურად ძალადობდა და ამას მის "ვიტამინებს" უწოდებდა.

მექსიკაოვიდიო გუზმანისინალოას ნარკოკარტელიელ ჩაპოხოაკინ გუზმანი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 18 მაისი, 2026 - 04:59მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა
  • სამშაბათი, 21 აპრილი, 2026 - 12:24მექსიკაში ტეოტიუაკანის პირამიდიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, მოკლულია ერთი
  • კვირა, 16 ნოემბერი, 2025 - 16:12მექსიკაში მრავალათასიანი დემონსტრაციებია, მომიტინგეებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
  • კვირა, 2 ნოემბერი, 2025 - 20:51მექსიკაში სახალხო დღესასწაულის მსვლელობისას ქალაქის მერი მოკლეს
  • კვირა, 2 ნოემბერი, 2025 - 11:30მექსიკაში მაღაზიაში ხანძარს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 13:19

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს

FOX-თან საუბარში ლატვიის დაზვერვის წყაროები რუსეთის შესაძლო საჰაერო იერიშზე ლაპარაკობენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 12:51

FOX-თან საუბარში ლატვიის დაზვერვის წყაროები რუსეთის შესაძლო საჰაერო იერიშზე ლაპარაკობენ

EP: უკრაინა ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს მიიღებს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 12:44

EP: უკრაინა ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს მიიღებს

ოპოზიცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 12:41

ოპოზიცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება (რ)
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 12:28

500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება (რ)

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
3მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა
4რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
5ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა – ია დარახველიძე

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში