ტაილანდი

ტაილანდის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში 4 მეტრი სიგრძის სამეფო კობრა დაიჭირეს

სამხრეთ ტაილანდის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში 4 მეტრი სიგრძის სამეფო კობრა იპოვეს. 

მოგვიანებით მაშველებმა ის საკანალიზაციო სისტემაში დაიჭირეს და ბუნებაში გაუშვეს. მათი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კობრა იყო, რაც ოდესმე შეხვედრიათ.

ტაილანდის ურბანულ ნაწილებში გველებს საკმაოდ ხშირად პოულობენ, მაშველები გველებს იჭერენ და შემდეგ, მოცემული სამეფო კობრის მსგავსად, ბუნებაში უვნებლად ათავისუფლებენ.

იხილეთ ვიდეო:

 

კომენტარები