ტაქსების რეგულაცია

კალაძე: ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი, ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებს ეს

მე მესმის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ებრძვიან ქართულ ოცნებას. შეიძლება, მებრძოდნენ მე, მაგრამ ბრძოლას ხომ აქვს თავისი წესები. როდესაც ქვეყნისთვის სასიკეთოს აკეთებ, ქალაქისთვის სასიკეთოს აკეთებ, მგონია, რომ თუნდაც ჩვენი ოპონენტები უნდა ხედავდნენ ამას. ეს მარტო ქართული ოცნებისთვის, ან ჩემი და ჩვენი მხარდამჭერებისთვის ხომ არ კეთდება. ეს კეთდება მთლიანად ქალაქისთვის. ის რომ ზოგადად ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული...

მერე უკვე ვერაფერს რომ ვერ გახდნენ [ოპონენტები კრიტიკით], დაინახეს რომ მართლა წარმატებით წარიმართა ეს პროცესები. ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი, ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებს ეს, რომ მოწესრიგებულია ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მოწესრიგდება მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მერე [ოპონენტებმა] ჩემი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია დაიწყეს და გაავრცელეს თავიანთმა სააგენტოებმა და ამით ცდილობდნენ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ... 

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქრონიკის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები