ყაჩაღობა

იარაღის მსგავსი საგნით მოკვლის მუქარით 26 მაისის მოედანზე პირს 1100 ლარი წაართვეს

შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 1968 წელს დაბადებულ გ.თ.-ს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა და მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულს მალევე ერთერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს. პოლიციამ ჩხრეკისას უკანონოდ მოპოვებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები