დაჭრა მარჯანიშვილზე

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრა

shutterstock

შსს-ს ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 2002 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 9 ოქტომბერს, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებული ვ.მ. ბასრი საგნით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცის საავადმყოფოში იმყოფება და შსს-ს ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები