უკრაინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესასთან ურთიერთობის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა

Brendan Hoffman/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე ხანგრძლივი პრესკონფერენციისთვის, მსოფლიო რეკორდის სერტიფიკატი გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ RBC-ს კიევის ბიურო ავრცელებს.

გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ბაზარზე პასუხობდა. კონფერენციის დაწყებიდან რვა საათისა და 45 წუთის შემდეგ, უკრაინაის ნაციონალური რეკორდების წარმომადგენელმა კონფერენციის მსვლელობა მცირე ხნით შეაჩერა და ზელენსკის მსოფლიო რეკორდის სერტიფიკატი გადასცა. 

ბიუროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრესკონფერენციის დაწყებიდან უკვე 8 საათი და 45 წუთი გავიდა, რაც აჭარბებს წინა რეკორდს, ამასთან მას არ დაუზუსტებია თუ ვინ იყო წინა რეკორდის მფლობელი. 

სერტიფიკატის მიღებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯილდოები და პრიზები არ უყვარს. დაჯილდოვების ორგანიზებასთან რაიმენაირ კავშირს უარყოფენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. 

გინესის რეკორდების წიგნში პრესასთან ურთიერთობის ხანგრძლივობის ბოლო რეკორდი, ფიდელ კასტროს ეკუთვნოდა. 1960 წელს, კუბური რევოლუციის ლიდერის გამოსვლა გაეროში 4 საათი და 25 წუთი გაგრძელდა. რაც შეეხება პრესკონფერენციას, აქამდე რეკორდი ზელენსკის ბელარუს კოლეგას, ალექსანდრ ლუკაშენკოს ეკუთვნოდა. 2017 წელს ლუკაშენკოს ერთ-ერთი პრესკონფერენცია 7 საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.

პრეს-მარაფონად წოდებული კონფერენეციაზე კიევში სულ 300 მდე ჟურნალისტი დარეგისტრირდა, წინა დღეებში ზელენსკის ადმინისტრაციაში ამბობდენ, რომ შესაძლოა კონფერენეცია 10 საათის განმავლობაშიც გაგრძელებულიყო.

კომენტარები