შალვა თადუმაძე

თადუმაძე: არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე, რამე დამემალოს, მით უმეტეს დიპლომი

რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ, რომ ვიღაცა ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისია გვინდა, გვაქვს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი ჰქონოდა? ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მით უმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი.

2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი, შეიძლება ითქვას არც ერთი ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი, მაგრამ არასოდეს არავის ჩემი დიპლომი... კი, 2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია და ახლა იმიტომ, რომ რამოდენიმე ან არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემ დიპლომზე, ამიტომ მე 18 წელი ჩემი მუშაობა (და აღარ ვიხსენებ რა მუშაობა და რა პირობები მაქვს გადატანილი იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ვმუშაობდი) გადავდო და დაველოდო, საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა, ჩემი დიპლომი არის თუ არა ნამდვილი. ახლავე გეუბნებით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი. იმიტომ რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი. ვინმეს მოწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა, ეს დიპლომი მიმეღო, მივიღე და ამ დიპლომით ჩემი კარიერა შევქმენი.

მოქმედი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე პარლამენტში მისი დიპლომის შესახებ ლევან კობერიძის კითხვას პასუხობს.

კომენტარები