უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

შალვა თადუმაძე საკუთარ დიპლომში იმ საგნის ქულას ეძებდა, რომელიც მას არ გაუვლია [VIDEO]

გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე საკუთარ დიპლომში იმ საგნის ქულას ეძებდა, რომელიც მას საერთოდ არ გაუვლია. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უსმენენ, რომელთა 20-კაციანი სიაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნა, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთარ კახიძემ, თადუმაძეს ჰკითხა, შეეძლო თუ არა დაესახელებინა პროფესორი, რომელიც მას საერთაშორისო სამართალს ასწავლიდა. 

შალვა თადუმაძემ კახიძეს უთხრა, რომ შეუძლია ლექტორის დასახელება, უბრალოდ, არ დაასახელებს, როგორც წინა შემთხვევაში. ოთარ კახიძემ მას გავლილი საგნების სიის დანართი გადასცა და ამჯერად იმ ქულის დასახელება სთხოვა, რომელიც მას საერთაშორისო სამართალში გამოყვა. 

ცოტა ხნიანი ძებნის შემდეგ, კახიძემ თადუმაძეს უთხრა, რომ ვერ იპოვიდა ამ ქულას, რადგან საერთაშორისო სამართალი საერთოდ არ გაუვლია. 

 

კომენტარები