მსოფლიო

ნიდერლანდების მთავრობა სახელწოდება ჰოლანდიაზე უარს ამბობს

forbes.com

ნიდერლანდების ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი თქვან სახელწოდება ჰოლანდიის გამოყენებაზე. ინფორმაცია ამის შესახებ აგილობრივმა გამოცემა Adformatie-მ გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებას სურს განაახლოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რომელიც ტურისტებში ხშირად ნარკოტიკების ლეგალურ მოხმარებასთან და წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება. ამის გარდა მთავრობას სურს, ტურისტების ყურადღება ამსტერდამიდან პროვინციებისკენ მიმართოს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სურთ ღია და ინოვაციური ქვეყნის იმიჯით პოზიციონირება. ნაციონალური ბრენდინგის ახალი კონცეფცია წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ახალი კონცეფცია კი 2020 წლიდანვე დაინერგება. შემდეგ ევროვიზიაზე და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანა ნიდერლანდების სახელით წარდგება. ასევე შეიცვლება საფეხბურთო ნაკრების სახელწოდებაც.

ჰოლანდია ნიდერლანდების დასავლეთში მდებარე პროვინცია, სადაც ქვეყნის ყველაზე დიდი სამი ქალაქი მდებარეობს, ამსტერდამი, როტერდამი და ჰააგა.

ნიდერლანდების ჰოლანდიად მოხსენიება საერთაშორისო წყაროებში მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო.

კომენტარები