Calvin Klein 50 წლის იუბილესთან დაკავიშირებით კოლექციას "CK50" უშვებს.
კოლექცია ლიმიტირებული იქნება და მისი ყიდვა 15 ოქტომბრიდან გახდება შესაძლებელი.
ქალის და კაცის თეთრეული, ჯინსები, მაისურები, კაბები - ეს ყველაფერი ახალ კოლექციაში შევა და ცალკეული ნივთების ფასი 28 დოლარიდან 170 დოლარამდე იქნება.
გუშინ, Calvin Klein-მა კოლექციის კამპანიაც გაავრცელა, რომელშიც დღევანდელი სელებრითები - ჯასტინ ბიბერი, ჰეილი ბოლდუინი, კენდალ ჯენერი და A$AP Rocky მონაწილეობენ.
Calvin Klein 1968 წელს, ნიუ-იორკში დაარსდა.