გია ყანჩელი

გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

Eurus.Ge

ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს, თეატრში მანამდე მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

კომპოზიტორი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ასევე, მას ეკუთვნის, რობერტ სტურუას სპექტაკლებისთვის - "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "ჰამლეტი", "ქალი-გველი" და "მეთორმეტე ღამე" - შექმნილი მუსიკები.

გია ყანჩელის კომპოზიციები ჟღერს, ისეთ ცნობილ კინოფილმებში, როგორებიც არის - არ დაიდარდო, ქვევრი, არაჩვეულებრივი გამოფენა, მიმინო, შერეკილები, როცა აყვავდა ნუში და სხვა.

დაათვალიერეთ, კომპოზიტორის ცხოვრების ამსახველი უცნობი ფოტოები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერაა გაციფრულებული.

კომენტარები