გია ყანჩელი

თბილისის საკრებულო: ერთერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

გია ყანჩელი
tvkultura

თბილისის საკრებულოს ცნობით, ერთერთ გეოგრაფიულ ობიექტს კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელი მიენიჭება. 

საკრებულოს ინფორმაციით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ობიექტის შერჩევისა და სახელდების პროცედურებში კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრს გაითვალისწინებს. 

"კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა,"- წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები