საფრანგეთი

პარიზის პოლიციის განყოფილებაში თანამშრომელმა 4 კოლეგა ცივი იარაღით მოკლა

Getty Images

პარიზში, პოლიციის განყოფილებაში თანამშრომელმა 4 კოლეგას დანით ჭრილობები მიაყენა და მოკლა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით 20 წლის მანძილზე პოლიციის IT განყოფილების თანამშრომელი იყო. თავდასხმის შემდეგ მას ერთ-ერთმა ოფიცერმა ესროლა და მოკლა.

მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მას ზემდგომებთან კონფლიქტი ჰქონდა. ის თავს პირველად სწორედ უფროსს დაესხა, შემდეგ კი ის თანამშრომლებიც დაჭრა, ვინც მის შეჩერებას ცდილობდნენ.

პოლიციის განყოფილებაში ამბობენ, რომ მას წარსულში პრობლემები არ ჰქონია და თავდასხმის მოტივი არ იციან.

კომენტარები