ფინანსთა მინისტრი დაბარება

ევროპული საქართველო ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

ევროპული საქართველი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს იბარებს. პარტიის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მინისტრმა პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია, წლების განმავლობაში ქართული ოცნების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 

"ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას ქართული ოცნების აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. დაპირებულ „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და მათ ნაკლები ფული დაუტოვა ჯიბეში. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

 

კომენტარები