საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 წევრის ვინაობა ცნობილია.
დღეს გამართულ ბრიფინზე "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მორიგი 12 წევრის სახელი და გვარი დაასახელა, შემდეგ კი, მათ საკუთარი თავი თვითონ წარადგინეს.
- ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომისტი
- ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - იურისტი
- თეა ჭკუასელი - პიანისტი
- ირაკლი სუთიძე - მხატვარი
- ბესიკ ლიპარტელიანი - სპორტსმენი
- გია რაფავა - მორაგბე, სპორტსმენი
- დავით ბეგიაშვილი - ეკონომისტი, ბიზნესმენი
- თორნიკე შურღულაია - თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ანალიტიკოსი
- ხათუნა თავდგირიძე - მწერალი
- დავით გელაშვილი - სპორტსმენი
- გიორგი ოქრუაშვილი - ფსიქოლოგი
- აკაკი გელაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა, ხოლო 26 სექტემბერს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა.





