ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კრიმინალი

ვინ იყო უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი — ფოტოები მკვლელობის ადგილიდან

ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი, 2019 - 16:32
tbl.ge/429b
დაკოპირდა

დღეს, 2 ოქტომბერს, უკრაინაში შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. ჭიჭიაშვილი 2000-იან წლების საქართველოში ხშირად ნომერ პირველ ტერორისტად მოიხსენიებოდა. 

არსებული ინფორმაციით, 1990-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილი, გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გაირიცხა. ჭიჭიაშვილის დედა წარმოშობით ქისტია, პანკისის რაიონის სოფელ დუისიდან. სპეცრაზმიდან დათხოვნის შემდეგ ჭიჭიაშვილი საცხოვრებლად პანკისის ხეობაში გადავიდა.

ამ დროიდან ჭიჭიაშვილი მოზრდილ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ჭიჭიაშვილის ჯგუფი ადამიანის გატაცებითა და იარაღის უკანანო ვაჭრობით იყო დაკავებული. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი გატაცება. მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის, პიტერ შოუს. 

ასევე ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირებდნენ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცებას 2001 წელს. ჭიჭიაშვილი სახელდებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორად. კრიმინალებმა ესპანელი ბიზნესმენები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

სხვადასხვა ინფორმაციით, ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაშიც. ჭიჭიაშვილს ახლო კავშირი ჰქონდა იმ დროს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფებებთან. ჭიჭიაშვილის სახელი და გვარი გაისმა 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამოხებასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

2001 წელს ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ორი წლის შემდეგ ჭიჭიაშვილი მოსკოვში დააპატიმრეს. მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილს ჩეჩენი ბოევიკის რუსლან გელაევში გაცვლას ითხოვდა, რომელიც იმ დროისთვის პანკისის ხეობას აფარებდა თავს. 

საბოლოოდ რუსეთში დაპატიმრებული ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს 2004 წელს გადასცეს. 2004 წელს ქართულმა სასამართლომ ჭიჭიაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის და ტერორისტული საქმინობისთვის 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბოლოოდ ჭიჭიაშვილი საპატიმრო ვადიდან მხოლოდ 7 წელი მოიხადა. 

2013 წლის ივნისს ჭიჭიაშვილი საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. სწორედ ჭიჭიაშვილის ასახელებდა მისი აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორად გივი თარგამაძე. დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქეს. 

დეპუტატმა, მისი აფეთქების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. თარგამიძის ინფორმაციით, მისი აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დიმიტრი აბრამიშვილი შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და მასთან ერთად აფეთქების საქმეში ჭიჭიაშვილიც მონაწილეობდა.

როგორც ჭიჭიაშვილის მკვლელობის ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, ჭიჭიაშვილის თან აღმოაჩნდა უკრაინის მოქალაქის პასპორტი, რომელიც მიხაილო სტაშენკოს სახელზეა გაცემული. დოკუმენტში საცხოვრებელ ადგილად კიევია მითითებული. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი.

შოთა ჭიჭიაშვილიპანკისის ხეობაგივი თარგამაძის აფეთქების საქმეკრიმინალი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 10:38"ღამის კლუბის მიმდებარედ ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა" - 1 პირი დააკავეს
  • კვირა, 12 ივლისი, 2026 - 12:29გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი გარდაბანში დააკავეს
  • შაბათი, 11 ივლისი, 2026 - 16:55"იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს" - დაკავებულია 3 პირი
  • შაბათი, 11 ივლისი, 2026 - 11:54"ნათესავს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა" - ძებნილი ბათუმის აეროპორტში დააკავეს
  • შაბათი, 11 ივლისი, 2026 - 10:58"არასრულწლოვნის პორნოგრაფიას იღებდა და ავრცელებდა" - პირს 10 წელი მიესაჯა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

BOG-ის მხარდაჭერით, ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 11:39

BOG-ის მხარდაჭერით, ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა (რ)

ვიწყებთ თბილისის აეროპორტის განვითარებისა და გაფართოების პროექტს - კობახიძე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 11:26

ვიწყებთ თბილისის აეროპორტის განვითარებისა და გაფართოების პროექტს - კობახიძე

კალასის თქმით, EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 250 სუბიექტის შეყვანას აპირებს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 11:15

კალასის თქმით, EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 250 სუბიექტის შეყვანას აპირებს

"ღამის კლუბის მიმდებარედ ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა" - 1 პირი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 10:38

"ღამის კლუბის მიმდებარედ ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა" - 1 პირი დააკავეს

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 10:34

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთის ინტერესების სექცია: ქართველი მოსწავლეები ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
5რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕