20 ივნისის აქცია

ფინანსთა მინისტრი 20 ივნისის აქციაზე: ხელისუფლების რეაქცია იყო ჯანმრთელი და მყისიერი

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთაა მინისტრმა, ვანო მაჭავრიანმა ტვ იმედში, ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში სტუმრობისას ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაჭავარიანის თქმით 20 ივნისის აქციაზე უპასუხისმგებლო ადამიანების ჯგუფმა გადაკვეთეს წითელი ხაზები, თუმცა რეაქცია მომხდარზე იყო ჯანმრთელი და მყისიერი. 

"იყვნენ რაღაც ძალები და მოხდა ამ ზღვარის გადალახვა რაღაც მომენტში. 20 ივნისის ღამეს თუ გავიხსენებთ წითელი ხაზის გადალახვა მოხდა, თუმცა ხელისუფლების რეაქცია იყო საკმაოდ ჯანმრთელი და მყისიერი. მოსახლეობიდანაც რეაქცია იყო. ის ღამე არავის არ ესიამოვნა. არავინ არ არის კმაყოფილი იქ დაშავებული ადამიანების ხილვით, არც ხელისუფლება, თუმცა ყველა მიხვდა, რომ ძალიან წკიპზე მივედით და ეს არ უნდა განმეორდეს." 

მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური სტაბილურობას ქვეყნის განვითარების გზაზე და ყველამ იცის, რომ გარკვეული ზღვრების გადალახვა ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.

"ჩვენ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, სხვანაირად შეუძლებელი იმ გზის გავლა რაც ჩვენ გავიარეთ. ეს ყველაფერი იყო ახლო წარსულში, იარები არის ღია, ყველას ყველაფერი ახსოვს, მემგონია რომ იმუნიტეტი არის, ბოლო მოვლენებმაც ანახა რომ საზოგადოებაში ამ რისკების მიმართ იმუნიტეტი არის. ყველამ იცის, რომ რაღაცა ზღვარს იქით გადასვლა კატასტროფული იქნება ყველასთვის."

კომენტარები