გურამ ჩალაგაშვილი

გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გურამ ჩალაგაშვილი
გურამ ჩალაგაშვილი

ირაკლი ოქრიაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 

სხდომა კი გადაიდო. 

გადადების შუამდგომლობით სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიმართა. მისი თქმით, დაკავების ამსახველი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ჩალაგაშვილის მხრიდან დარღვევას ასახავს, დღეს სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო 8 ოქტომბერს განიხილავს.

სამართალდამცველები ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გურამ ჩალაგაშვილს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს.

მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს

 

 

კომენტარები