გურამ ჩალაგაშვილი

ოქრუაშვილის პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი, გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს

გურამ ჩალაგაშვილი
გურამ ჩალაგაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილის პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი, გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ჩალაგაშვილის თანაპარტიელის, კოტე კემულარიას თქმით, ის გვიან ღამით დააკავეს. 

"იყო მეგობართან, მოდიოდა სახლში. საჭესთან იჯდა მძღოლი, მას გადაუჭრეს გზა. როგორც მე ვიცი, იყო პატრულის რამდენიმე მანქანა. გადმოიყვანეს მანქანიდან, იყო უხეში მოპყრობა და მერე ეს ყვეალფერი გააფორმეს ისე, თითქოს გურამ ჩალაგაშვილმა იხულიგნა. როგორც ვიცი, ადმინისტრაციულ ბრალდებას უყენებენ, ან ხულიგნობას, ან წინააღმდეგობის გაწევას. ეს არის კიდევ ერთი უმსგავსო საქციელი სერიოზული ადამიანის მიმართ, რომელსაც დიდი თანამდებობები ეჭირა, არის ჩამოყალიბებული კაცი და არავინ იცნობს, როგორც კონფლიქტურ პიროვნებას", - თქვა კემულარიამ.  

შსს-ში ტაბულას ზარებს არ პასუხობენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე დაიწყო.  

პარტიის ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილიც ასევე დაკავებულია და აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობაც აქვს მისჯილი. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა 27 ივლისს შეუფარდა. ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

კომენტარები