ამ დღეს, 1 ოქტომბერს 2012 წელს ბიძინა [ბიძინა] ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით, ეპოქალური ცვლილება მოხდა - შეიცვალა მშვიდობიანად რეჟიმი. მართალია, ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი, ძირითადად, გასტუმრებული იქნა და მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა. მას შეუძლია დღეს ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ მშვიდობიანად წავიდეს სახლში. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბევრი რამეც, დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება მომავალში
ბუნებრივია, რომ მოვა ახალი ხალხი, თაობა მიდის, თაობა მოდის, ძირითადად "სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული", მაგრამ ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ყოველთვის ვფიქრობ, დარჩება საქართველოს ისტორიაში და მე მინდა, მივულოცო ყველა იმ გულანთებულ ადამიანს, რომელიც როგორც ერთი ადამიანი იდგა, არ შეუშინდა არავითარ ხიფათს მაშინ და მშვიდობიანად მოახერხა იმ რეჟიმის გასტუმრება, რომლის მეთაურსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ უკვე რომელ ტალღაზეა, რა დღეშია და რა იქნებოდა მართლაც მის ხელში ქვეყანა და რანაირად განვითარდებოდა