სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან "ნიკალას" სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა, მათი ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.



![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



