სერიალები

5 სერიალი, რომელიც ამ შემოდგომას აუცილებლად უნდა ნახოთ

სერიალების ინდუსტრიამ მსოფლიო დაიპყრო, ამიტომაც კაცობრიობა ფილმებიდან სტრიმ-სერვისებზე, მაგალითად Netflix-ზე ან Amazon-ზე გადაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოდგომას ბევრი კარგი შოუ გამოდის, ჩვენ გთავაზობთ 5 სერიალს, რომელიც იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

Unbelievable

Netflix-ის ახალი სერიალი, რომელშიც მთავარ გმირს, ახალგაზრდა მერის, ყოფილი შეყვარებული გააუპატიურებს, ხოლო პოლიცია და დეტექტივები გოგონას ტყულში დასდებენ ბრალს, რადგან მის ოთახში ვერც სამხილებს, ვერც თითის ანაბეჭდებს და ვერც ვერაფერ საეჭვოს იპოვიან. მერი კი თვითონ ვეღარ ხვდება ვის მსხვერპლად იქცევა - მოძალადის, თუ პოლიციის? სერიალი რეალურ ამბავზეა გადაღებული.


ფოტო: IMDB

Modern Love

New york Times-ის ერთ-ერთ სვეტს დაეყრდნობა და ადამიანების განცდებზე, სიყვარულზე, იმედგაცრუებასა და ურთიერთობებზე მოგვიყვება.სერიალში ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიცაა ენ ჰეთევეი, სოფია ბუტელა, ჯულია გარნერი, ტინა ფეი, დევ პატელი, ოლივია კუკი და სხვები…


ფოტო: IMDB

Watchmen

სერიალი DC-ის კომიქსზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელიც ალან მურის მიერ არის დაწერილი, ილუსტრაციები კი დეივ გიბონსის შექმნილია.


ფოტო: IMDB

Mrs. Fletcher

სერიალი მარტოხელა 40 წლის დედის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ვაჟი კოლეჯში სასწავლებლად წავა, ქალი კი მარტო დარჩება და ორი ახალი ჰობი გაუჩნდება: ონლაინ პორნოს ყურება და და კრეატიული წერის კურსებზე სიარული. 


ფოტო: IMDB

The Morning Show

რიზ უიზერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი სერიალის "FRIENDS" შემდეგ პირველად Apple-ის  პროექტში "The Morning Show" ითანამშრომლებენ. სერიალში სტივ კარელს ენისტონის პერსონაჟთან ერთად დილის შოუ 15 წლის განმავლობაში მიჰყავს, მაგრამ სექსუალური ტიპის უსაქციელობის გამო მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ.უიზერსპუნი ითამაშებს ჟურნალისტს დასავლეთ ვირჯინიიდან, რომელიც თავისი ფეთქებადი ხასიათითაა ცნობილი და რომლის ვიდეოც ინტერნეტს ვირუსულად მოედება. 


ფოტო: IMDB

კომენტარები