სერიალები

კოლუმბიური სერიალის, "ფარული ვნების" მეორე სეზონი გამოვა

ალბათ ბევრს გახსოვთ 2003 წელს გამოსული კოლუმბიური სერიალი, "ფარული ვნება". ესპანურენოვან მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროდიუსერებმა ტელენოველის მეორე სეზონის გადაღება დაიწყეს.

ამას ადასტურებს ტელენოველის ერთ-ერთი მსახიობი, მიშელ ბრაუნი (ფრანკო რეიესის როლის შემსრულებელი). იგი არგენტინულ პორტალ FórmulaTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სერიალი 17 წლის შემდეგ დაბრუნდება ტელეეკრანებზე.

მეორე სეზონში ყველა მსახიობს ვიხილავთ, რომელიც 2003 წელს თამაშობდა სერიალში, თავად ბრაუნის გარდა. ის ამბობს, რომ ამჟამად სხვა პროექტებითაა დაკავებული და არ სურს "ფარული ვნების" გაგრძელებაში მონაწილეობა. სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამჟამად ცნობილი არ არის. 

კომენტარები