რთველი

ამბროლაურში რთველის დროს რეიდები ტარდება, რათა იქ არაენდემური ჯიშის ყურძენი არ შეიტანონ

REGINFO.GE

საგენტო რეგინფოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესულ მანქანებს პოლიცია აჩერებს და ამოწმებს. სააგენტო ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომობილებს სამინისტროს დავალებით ამოწმებენ, რათა რთველის დროს ამბროლაურში, სადაც "ხვანჭკარის" მიკროზონაა, არაენდემური ჯიშის ყურძენი არ შეიტანონ. 

"ტრადიციულად ასე ხდება ხოლმე, რათა ბარიდან სხვა ჯიშის ყურძენი არ შემოვიდეს. წინა წლებში იყო შემთხვევები, როდესაც შემოჰქონდათ შესახედაობითა და ფერით მსგავსი ყურძენი და აბარებდნენ ან ცდილობდნენ ჩაებარებინათ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ფასებში,"- ამბობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე სააგენტოსთან საუბრისას. 

2019 წლის 29 ივლისს გამოცემული მთავრობის განკარგულების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩაბარების პროცესში ადგილებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალა. 

კომენტარები