ბოკერია ავიამიმოსვლის აღდგენაზე: ლავროვს ქართული საზოგადოება ივანიშვილის გუნდში ერევა

ბატონ ლავროვს, მგონი, ერევა ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი ივანიშვილის გუნდის კონრეტულ ბიუროკრატებსა და ივანიშვილში. იმათ თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ კარგი იყო “კომუნისტი” საქართველოს მტრის მოწვევა და მისი პარლამენტის სკამზე დაბრძანება მათი ხელიდან. საქართველოს საზოგადოება, პირიქით, აღშფოთდა ამაზე და ასეთი კონსესუსი ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში მე დიდი ხანია არ მახსოვს, როგორც ამ საკითხზე იყო.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით სეგეი ლავროვის განცადებაზე საუბრობს. 25 სექტემებრს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

კომენტარები