ხოშტარია: ბესელია იმსახურებს სრულ მხარდაჭერას, ადამიანური ფსკერი გახვრიტა ზარდიაშვილმა

ბესელია იმსახურებს სრულ მხარდაჭერას, იმიტომ რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულად სასტიკი და ბინძური მეთოდების მსხვერპლია ქართული ოცნების მხრიდან იმ წამიდან, როდესაც ის შეეწინააღმდეგა გუნდს და ზარდიაშვილი როგორც მოვლენა, ის ნებისმიერ კონიუნქტურას მოერგება ოღონდ ხელისუფლებაში იყოს. რომელიც არის აი ამ კლანის მფარველი, რომლის გამოკითხვაც მიმდინარეობს. აქ უკვე პოლიტიკაზე აღარაა საუბარი, ადამიანური ფსკერი გახვრიტა ზარდიაშვილმა, რომელიც დაკავებულია ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით ბესელიას და სხვა ოპონენტების მიმართ. ასეთი პარლამენტარი უბრალოდ არ უნდა ჰყავდეს ჩვენს სახელმწიფოს. 

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია. ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

კომენტარები