მათიკაშვილი: ბესელიას ადგილას მანდატს დავტოვებდი, დეპუტატობას არ იმსახურებს

ეკა ბესელიამ რაც მოაწყო დღეს არის ნამდვილი პროვოკაცია. ის ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია აქტიურ პოლიტიკურ ველს, იმიტომ რომ რეალურად, ეკა ბესელია აღარ აინტერესებს ქართულ საზოგადოებას და ის ყველანაირად ცდილობს დაბრუნდეს აქტუალობაში. ასეთი ქცევის შემდგომ, მე გონია რომ ეკა ბესელია დეპუტატობას არ იმსახურებს. მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ის არის კი ღირსი იყოს იმ ადამიანებთან, მის კოლეგებტან ერთად, აი ასეთი უღირსი ქცევის შემდგომ. მე მის ადგილას დავტოვებდი მანდატს. 

უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი. ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

კომენტარები