ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა ყოფილი რუსი მილიციელი იყოს

static01.nyt.com

23 აგვისტოს ბერლინში, საქართველოს მოქალაქის და ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა ყოფილი რუსი მილიციელი იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევიდან მალევე, გამოძიებამ მიიღო ანონიმური წერილი. წყარო იტყობინებოდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებული პირი, რომელსაც ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა, სინამდვილეში რუსეთის მილიციის ყოფილი მაიორი, ვლადიმერ სტეპანოვია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სტეპანოვს რუსი ბიზნესმენის ელენა ნეშერეტის მკვლელობისთვის 2005 წელს 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ის ამ დროისთვისაც ციხეში უნდა იმყოფებოდეს. წყაროს ინფორმაციით, ვადაზე ადრე სტეპანოვი სწორედ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზნით გაათავისუფლეს. გამოცემამ თემაზე გამოძიება ჩაატარა და ვარაუდობენ, რომ წყაროს ინფორმაცია შესაძლოა სიმართლე იყოს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მილიციელი სტეპანოვი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობდა. ელენა ნეშერეტის მკვლელობის სასამართლო საქმეების ჩანაწერებშია წერია, რომ სახლიდან გამოსულ ბიზნესმენს, სტეპანოვმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. რაც შეეხება მკვლელობის იარაღს, ეს დანა სტეპანოვმა ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის ჯილდოდ მიიღო. 

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა უპასუხოდ დატოვეს მათი კითხვები არის თუ არა ბერლინში დაპატიმრებული პირი მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი მილიციელი. რუსულმა მხარემ გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

ამავდროულად გამოცემამ მოიპოვა, სტეპანოვის ფოტო სასამართლო დარბაზიდან. მოპოვებული ფოტო, შეადარეს ბერლინის პოლიციის მიერ გავრცელებულ, ბრალდებულის ფოტოს. ჟურნალისტებმა ამ ორი ფოტოს ერთმანეთთან შედარება ევროპელ ექსპერტებს თხოვეს, რომელიც ამ სფეროში სპეციალიზდებიან. სპეციალისტების ცნობით, 90%-იანი სიზუსტით ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია აღბეჭდილი. 


ფოტო: https://static01.nyt.com

გამოცემა დაუკავშირდა ბერლინის პოლიციასაც, სამართალდამცავების თქმით წყაროს ინფორმაცია გადამოწმების საჭიროებს და ბრალდებულის ნამდვილი ვინაობა ჯერაც გაურკვეველია. გამოძიება, ასევე არ გამორიცხავს, რომ წერილი კვალის არევის მიზნით იქნა გამოგზავნილი.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 23 აგვისტოს მოკლეს. მოგვიანებით ხანგოშვილის გვამი საქართველოში გადმოასვენეს.

კომენტარები