სახელმწიფო ხარჯები

"აწარმოე საქართველოში-მ" 2018 წელს ოფისის ქირაზე ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა

სახელმწიფო პროგრამა - აწარმოე საქართველოში
facebook.com/AwarmoeSakartveloshi

20 სექტემბერს გამოქვეყნებული, სახელმწიფო აუდის დასკვნით ირკვევა, რომ სსიპ აწარმოე საქართველოში-მ ოფისის ქირაზე 2018 წელს 495 000 ლარი დახარჯა. 

ამავე დასკვნით ცნობილი ხდება, რომ 2014-2018 წლებში საოფისე ფართის ქირაზე ორგანიზაციამ 1,4 მილიონი ლარი დახარჯა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული 2017 წლის სექტმებრიდან საიჯარო ქირა 16,378 დოლარს შეადგენდა. 

"ორგანიზაციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯეფექტიანობის ანალიზი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ალტერნატივის დანახარჯისა და სარგებლის შედარება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება, რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად იხარჯება ზემოაღნიშნული თანხები."— წერია სამსახურის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, სსიპ აწარმოე საქართველოში ვერ ფლობს სრულ ინფორმაციას ბენეფიციარების შესახებ, ამასთანავე ორგანიზაციაში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა კონტრაქტორების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმებას

კომენტარები