გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

გეწაძე: ისტორიაში ამ დონის თავისუფალი სასამართლო ჯერ არ ყოფილა

სასამართლო სისტემა დღეს დიდწილად თავისუფალია. კიდევ ერთხელ განვმარტავ. სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის ერთი სტატიკური აქტი, ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. ჩვენ თუ შევადარებთ ძველ სასამართლოს და დღევანდელს, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. სასამართლოს ისტორიაში ამ დონის თავისუფალი სასამართლო ჯერ არ ყოფილა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ის არ არის, რასაც მე ვისურვებდი, რომ იყოს. მე მჭირდება კიდევ მეტი პროგრესი, ქვეყანას სჭირდება, ყველას სჭირდება უფრო და უფრო თავისუფალი სასამართლო, უფრო და უფრო კომპეტენტური, უფრო და უფრო დამოუკიდებელი და უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა.

თქვა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ რომან გოცირიძის კითხვის პასუხად. გეწაძე უკვე არის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე. ის ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

კომენტარები