გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

რას ფიქრობს მოსამართლეობის კანდიდატი გეწაზე ადამიანის ჩრდილოეთ კორეაში ექსტრადირებაზე

შოთა გეწაძე
პარლამენტი

მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს დეპუტატმა სერგო რატიანმა ჰკითხა, რას ფიქრობს ის ადამიანის ჩრდილოეთ კორეაში ექსტრადირებაზე. 

გეწაძემ უპასუხა: 

"კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. თუ მაგალითად პირი ჩრდილოეთ კორეაში მსჯავრდებულია მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის, წმინდა სისხლის სამართლებრივი კუთხით ვამბობთ და მოსამართლეს ეჭვი არ ეპარება ამ სისხლისსამართლებრივი ბრალდების პოლიტიკურ კონტექსტში........ ". 

სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც კონკრეტულ ადამიანებს წამება ემუქრებათ, მათი ექსტრადირება დაუშვებელია. 

საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, არგაძევების პრინციპი კი ამბობს, რომ "თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება". 

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მის შესახებ მომზადებული პორტფოლიო ნახეთ აქ.

შოთა გეწაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

კომენტარები