პრეზიდენტის შეწყალება

ოთხმეზური: პრეზიდენტს ჩემთან კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდა და უარი ვუთხარი

მე არ მსურს მასთან [პრეზიდენტთან] შეხვედრა და ესეც ვუთხარი მათ. ბევრი ვარიანტი არსებობს, შეიძლება, არ ჩათვალა საჭიროდ წაკითხვა, თუ ვის იწყალებდა, შეიძლება ჩათვალა და მაინც ასე გააკეთა. ყველაფერი შეიძლება და მე რატომ დავდგე და ვიმარჩიელო?! მას ჰქონდა ჩემთან კომუნიკაციის მცდელობა და მე ვუთხარი უარი

ისტორისკოსი გიორგი ოთხმეზური ინტერპრესნიუსის კითხვაზე, გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. ითხმეზური საგამოძიებო ორგანომ შეწყალების საქმეზე გამოკითხა. ცნობისთვის, მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულიც შეიწყალა.

კომენტარები