გრიგოლ ვაშაძე

ვაშაძე ხაზარაძის განცხადებაზე, რომ "ლელო" ენმ-სთან არ ითანამშრომლებს: ვინ ეპატიჟება?

შავები ჩავიცვი და სახე დავიხოკე-მეთქი, რომ გითხრათ, დამიჯერებთ? ჯერ ერთი, ვინ ეპატიჟება? [...] არ არის პრობლემა, თუ ასე უნდათ. თუ რომელიმეს არ სურს და აშინებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, არ არის პრობლემა. ეჭვი მეპარება, ხაზარაძე ოპოზიციურ ველზე მსხვილი მოთამაშე იყოს, რადგან საქართველოს ამომრჩეველმა ისწავლა შავის და თეთრის გარჩევა. არ ვსაუბრობ კონკრეტულად ამ პარტიაზე, მაგრამ, სანამ შენ არ დაგიკაკუნებენ კარებზე, მანამ ქვეყანა არ გადარდებს, ბავშვები არ შიმშილობენ და თურმე ბიზნესი შესანიშნავად სუნთქავს, სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფე არის. შენ რომ მოგადგებიან, მერე გახსენდება, რომ ახლაგაზრდობა გაკრეფილია საზღვარგარეთ, ეკონომიკაში კრედიტის აღება ბიზნესის დასაწყებად შეუძლებელია და სხვა, თუმცა,ვიმეორებ, ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსია არ მინდა.

თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ "მთავარი არხის" ეთერში. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ თუ მისს მიერ დაარსებულ "ლელოს" საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად ხმები დასჭირდება, ის არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ითანამშრომლებს.

კომენტარები