სახელმწიფო ბიუჯეტი

მთავრობა საპენსიო სქემის დაფინანსებას 20 მილიონით ზრდის, იზრდება ფონდის წევრთა რაოდენობაც

2019 წლის ბიუჯეტის ცვლილების კანონპროექტის მიხედვით, 20 მილიონით იზრდება სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი საპენსიო სქემაში. სულ მიმდინარე წელს საპენსიო სქემის დაფინანსებისთვის მთავრობა 110 მილიონ ლარს დახარჯავს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამია, ცვლილება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე. 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამია, იზრდება საპენსიო ფონდის სააგენტოს რიცხოვნობაც. უწყებას 5 ადამიანი შეემატება, რაც ფონდის საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებით არის გამოწვეული. 

დაწესებული სქემის მიხედვით საპენსიო ფონდში გადარიცხვები თანაბარი 2-2%ით ნაწილდება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სახელმწიფოზე. საპენსიო ფონდმა მუშაობა საინვესტიციო საბჭოს არ არსებობის პირობებში დაიწყო.

24 სექტემბრის მონაცამებით, საპენსიო ფონდში 344 მილიონი ლარია მობილიზებული, ამ თანხების ინვესტირების პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. თანხა ეროვნული ბანკისა და სხვა კომერციული ბანკების ანგარიშზეა მობილიზებული, რომელზეც საშუალოდ, 6%-იანი სარგებელი ერიცხება. 

კომენტარები