პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

მათიკაშვილი ბესელიაზე: ამ რაღაცა ტრაგიკომიკურ სპექტაკლში მონაწილეობას ვერ მივიღებთ

მსგავსი სისულელე არ მსმენია. გამოვრიცხავ თავიდან ბოლომდე. არ ვიცი, რაღაც კომედიურ ჟანრში გადავდივართ. არაფერი მსგავსი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მსგავსი სისულელე არ გამიგია. რისთვის სჭირდება ეს, ჰკითხეთ ეკა ბესელიას. ამ რაღაცა ტრაგიკომიკურ სპექტაკლში ნამდვილად ვერ მივიღებთ მონაწილეობას. 

უმრავლესობის დეპუტატმა,დავით მათიკაშვილმა ეკა ბესელიას ის განცხადება შეაფასა, სადაც ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა თქვა, რომ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი გრძელდება, მათ შორის უმრავლესობის წევრების.

კომენტარები