საფრანგეთი

ქალმა რენესანსის ეპოქის ძვირადღირებული ნახატი საკუთარ სამზარეულოში აღმოაჩინა

Philippe Lopez/AFP/Getty Images

ფლორენციელი მხატვრის, ჩიმაბუეს მიერ შესრულებული ადრეული რენესანსის ნახატი, ქალმა საკუთარ სამზარეულოში აღმოაჩინა. ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში სამზარეულოში ქურის თავზე ეკიდა.

ნახატი რენესანსის ეპოქის ხელოვნის მიერ დახატული სერიის ერთ-ერთი ნიმუშია და მე-13 საუკუნითაა დათარიღებული. იგი 4 მილიონი ევროდან 6 მილიონამდეა შეფასებული.

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ ქალაქში მცოვრებ ქალს, რომელმაც ნახატი აღმოაჩინა, თავდაპირველად ის ძველებური, უბრალო ხატი ეგონა. ხელოვნების ექსპერტების შეფასებით, აღმოჩენილი ნიმუში ნამდვილად ორიგინალი ნამუშევარია.

სხვა ორი სცენა ჩიმაბუეს მიერ შესრულებული სერიიდან ლონდონის ეროვნულ გალერეასა და ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

კომენტარები