სახელმწიფო ბიუჯეტი

ლარის გაუფასურების გამო, საგარეო ვალი 43 მილიონი ლარით იზრდება

ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის
texastribune.org

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, ბიუჯეტის ცვლილების დოკუმენტის მიხედვით საგარეო ვალის მომსახურების საფასური 43 მილიონით ლარით გაიზარდა. ამ გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზადგ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა სახელდება.

მიმდინარე წელს საგარეო ვალის მომსახურებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 1,273 მილიარდ ლარს გადაიხდის. 

ამავდროულად მცირდება შიდა ვალის მომსახურების საფასური, შემცირება 6 მილიონი ლარს უტოლდება, როგორც დოკუმენტშია ნათქვამია მოცემული შემცირება  საპროცენტო განაკვეთების შემცირებით არის გამოწვეული. 

სულ შიდა ვალის მომსახურებაზე მთავრობა წელს 318 მილიონ ლარს დახარჯავს. 

კომენტარები